ქალაქში სამუშაოები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 10:17

ქალაქ ლანჩხუთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყო 2 513 799 ლარი. სანიაღვრე არხები მოეწყო და ასფალტი დაიგო შემდეგ ქუჩებზე: გორგასალი, კოსტავა, ცინცაძე, გურამიშვილი, თამარ მეფე, აღმაშენებელი, ვადაჭკორია, ჩხაიძე, ბარათაშვილი, კვირკველია, ნინოშვილი, საფო მგელაძე.
მიმდინარე წელს ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები დაწყებულია. საამისოდ 708 088 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და 2017 წელს დასრულდება.