ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2015 16:43

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯურუყვეთში მშენებარე ბაღი მოინახულა.
ჯურუყვეთში ბაღის შენობის მშენებლობისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 258 520 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „საბა“ აწარმოებს.
ზაზა ურუშაძემ ასევე ჩოჩხათი-გულიანი გზის რემონტი დაათვალიერა, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს და იგი აღნიშნული გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოებს შპს "სამკუთხედი" ასრულებს. ჩოჩხათი-გულიანის გზა 11 კილომეტრიანია და ის შვიდ სოფელს მოემსახურება.