სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

გამოქვეყნებულია პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 14:48

20 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მურვანიძის ეზოსთან ყორე-ქვის გაბიონი დაათვალიერა. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
„-მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩვენი გულისტკივილი გაიზიარეთ. ყოველი წვიმის დროს ეზოს პატარა მდინარე ტბორავდა. ამიერიდან ეს საშიშროება უკვე აღარ გვემუქრება“ _განაცხადა ოჯახის დიასახლისმა ქალბატონმა ინეზა მურვანიძემ.
ასევე ბატონმა ნუგზარმა სპეციალისტებთან ერთად მდინარე ლესის წყალზე გაკეთებული ყორე-ქვის გაბიონი დაათვალიერა. სამუშაოები შპს „კოლხი -2013“-მა შეასრულა.