- დეტალები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 02 დეკემბერი 2011 13:10
უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს შორის 2010 წლის დადებული დაძმობილებისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში 2-5 დეკემბერს ლანჩხუთში ოფიციალური მეგობრული ვიზიტით ჩამოდის ნოვა კახოვკის ქალაქის საბჭოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ალექსანდრე ლუკიანენკო _ ქალაქის საბჭოს მდივანი, სერგეი ბოროდაენკო _ ქალაქის საბჭოს დეპუტატი, გაერთიანება ,,უკრჰიდროენერგოს” კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი, კონსტანტინე ზაგორუიკო _ ქალაქის საბჭოს დეპუტატი, კომუნალური საწარმო ,,ქალაქის დახურული ბაზრის” დირექტორი და იგორ დიკუხა _ მეთევზეობის სახელმწიფო საწარმოს დირექტორი.
ვიზიტის მიზანია ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება.
ამავე დროს დაგეგმილია შეხვედრები სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში.