23 | 02 | 2012

„ოკუპაციის კვირეული“ ლანჩხუთში

 

საქართველოს განათლების სამინისტროსა და საგამომცემლო სახლი „პრაიმტაიმის“ მხარდაჭერით საქართველოში რუსეთთან ომში დაღუპული გმირების მოსაგონებლად 20 თებერვლიდან  „წითელი ყაყაჩოების“ აქცია დაიწყო, რომელიც მთელი კვირის მანძილზე გასტანს.

ვრცლად: „ოკუპაციის კვირეული“ ლანჩხუთში

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 24 თებერვალს გაიმართება

გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ ბიუროს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

საკითხების გაცნობისა და მსჯელობის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიები, მომხსენებლები და საკრებულოს რიგგარეშე სხდომის თარიღი განსაზღვრა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 24 თებერვალს გაიმართება.

ჯილეხის ყველა ამთვისებელ ცხოველს უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ქუთაისის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურის 2012 წლის 14 თებერვლის 15 ლაბორატორიული შედეგით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურის ფერმების ტერიტორიაზე დადგინდა ჯილეხი.

ვრცლად: ჯილეხის ყველა ამთვისებელ ცხოველს უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდება

ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 940 ათასი ლარი, სოფლის განვითარების პროგრამის განსახორციელებლად – 833 ათასი ლარი გამოიყო

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველი 19 საკითხი საკრებულოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ გააცნო.

2012 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დამსწრეთ საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ  გააცნო. მისივე ინფორმაციით, სკოლამდელი საგანმანათლებლო ჯგუფების ყველა თანამშრომელი დაზღვეული იქნება სადაზღვევო კომპანია „ალფაში“. საამისოდ კი თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა. ამას გარდა, სოფლების  სააღმზრდელო ჯგუფებში გადასახადი კვლავ ათი ლარი დარჩება.

ვრცლად: ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 940 ათასი ლარი, სოფლის განვითარების პროგრამის განსახორციელებლად...